| |||||
| |||||
პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |||||
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილების და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს:
ა) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები;
ბ) გამოსაცდელი ვადით აყვანილი პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ფორმა (დანართი N1);
გ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების შეთანხმების ფორმა (დანართი N2);
დ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ფორმა (დანართი N3);
ე) პროფესიული საჯარო მოხელის თვითშეფასების ფორმა (დანართი N4);
ვ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების საერთო საბაზო კომპეტენციები (დანართი N5);
ზ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების დამატებითი საბაზო კომპეტენციები (დანართი N6). მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის პირველი აპრილის №01-126/ო ბრძანება. მუხლი 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |